„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. განიხილეს მოქალაქეების საჭიროებები და ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
