მამუკა ხაზარაძე და მისი კოალიცია ისევ ვერ ხსნიან, რა გეგმა აქვთ მათ მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებლად
მამუკა ხაზარაძე და მისი კოალიცია ისევ ვერ ხსნიან, რა გეგმა აქვთ მათ მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებლად, მათ შორის საუბარია ათას ლარიან პენსიაზეც. ბათუმში პარტიული შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ მედიის კითხვებს თავი გაპარვით აარიდა. სახელისუფლებო გუნდში „ლელოსგან“ ტყუილები არ უკვირთ თუმცა, ამბობენ, რომ „ლელო“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვერ შეძლებს. „ლელოს“ დაპირებების აბსურდულობაზე დღეს ვიცე-პრემიერმაც ისაუბრა.
