გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადება - შეფასებები
გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს აფასებენ როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა: დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა. მანამდე კი იყო კახა კალაძის განცხადება, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. ელჩის ეს გზავნილი მმართველი გუნდისთვის დიპლომატიას სცდება და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევას ნიშნავს. ელჩისგან მეტ თავშეკავებას ელოდება ოპოზიციის ნაწილი.
