„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მომხრეა. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი აგოს ყველა ჩადენილ დანაშაულზე. მათივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა, უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა. საზოგადოებრივი მოძრაობის პოზიციაა, რომ დამნაშავეებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.
