ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. ღონისძიების მონაწილე ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები დღეს თბილისში მშენებარე ყინულის მოედანს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი ფესტივალის მოსამზადებელი პროცესებისა და საშეჯიბრო სივრცეების გაცნობა იყო. თბილისის ყინულის არენა მისიების ხელმძღვანელებმა ყინულის ჰოკეის ნაკრებებთან ერთად დაათვალიერეს და სამუშაო პროცესი დადებითად შეაფასეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, 2025 წლის 9-16 თებერვალს, საქართველოს სამ ლოკაციაზე: თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ჩატარდება. ტურნირის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ევროპის 48 ქვეყანა ეწვევა, რომელიც ზამთრის სპორტის 8 ოლიმპიურ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას. მისიონერები თბილისიდან ხვალ ბაკურიანში გადაინაცვლებენ.
