პოლიტიკო: ჩეხეთმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ფასდაკლებული რუსული საწვავის შეძენის გზით, მილიარდ ევროზე მეტი ჭარბი მოგების მიღების შესაძლებლობა მისცა
ჩეხეთმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ფასდაკლებული რუსული საწვავის შეძენის გზით, მილიარდ ევროზე მეტი ჭარბი მოგების მიღების შესაძლებლობა მისცა - წერს პოლიტიკო. გამოცემა, დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, ერთ-ერთმა ჩეხურმა კომპანიამ მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ჭარბი მოგება ნახა. კვლევის თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე ჯამში, 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, რაც უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას 5-ჯერ აღემატება.