საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა გაერთიანებული საამიროების ელჩს უმასპინძლა
საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა გაერთიანებული საამიროების ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა. ისაუბრეს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება. აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ამ ეტაპზე, ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.
