ტურისტული კომპლექსის მშენებლობა ციხისძირში
აჭარის რეგიონში, ციხისძირში, "პეტრა სი რეზორტში", პულმანის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობა პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი. ღონისძიებას დაესწრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ტურისტული კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყება. დაგეგმილია, პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის, რის შემდეგაც 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
