ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადება
არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ, საკუთარი პოზიცია დღევანდელ ბრიფინგზე გამოხატა და აქვე თქვა, რომ რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა, უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრთა პოზიციაა, რომ დამნაშავეებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია. ერთიანი ნეიტრალური საქართველო აცხადებს, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები საუბრობენ, სისხლის სამართლის კოდექსზე, რომლის მიხედვითაც დანაშაულში თანამონაწილეობა დასჯადი ქმედებაა.