საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. დღეს, რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდი ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილს დაიკავებს, რაც შესარჩევ პლეი ოფში თამაშის საშუალებას მისცემს. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში გუშინ ქართველების უშუალო კონკურენტი შვედეთი ნიდერლანდებთან 0-3 დამარცხდა. ტრავმის გამო მასპინძლებს ორი მოთამაშე, საბა საზონოვი და გიზი მამაგეიშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი დღეს, “შენგელია არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
