რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის დაკავების, ასევე უკრაინის კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და იარაღის საწყობის განადგურების შესახებ იუწყება
რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის დაკავების, ასევე უკრაინის კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და იარაღის საწყობის განადგურების შესახებ იუწყება. ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო სარდლობის ცნობით, რუსულმა ძალამ საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო იერიშები, 119 რეგიონზე მიიტანა. მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტების სარაკეტო დარტყმას ქალაქ მიკოლაევში. ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულისა და 11 დაშავებულის შესახებ. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობებს, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის სამიზნე უკრაინული პორტებია, რითაც მოსკოვი კიევისთვის საერთაშორისო დახმარების მოწოდების შეზღუდვას ცდილობს.
