ტრამპმა ის ამომრჩევლები, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან ტელეკომპანია "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რუსეთსა და ჩინეთს შეადარა
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ის ამომრჩევლები, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან, ტელეკომპანია "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რუსეთსა და ჩინეთს შეადარა. მაგალითად კი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი მოიყვანა, რომელიც მისი იმპიჩმენტის პირველ სასამართლო პროცესზე მთავარი ფიგურა იყო და ტრამპს 2016 წლის არჩევნების მოსაგებად, რუსეთთან შეთქმულებაში სდებდა ბრალს.
