მორიგ დეზინფორმაციას და უსამართლო განცხადებას, რომელიც ჯოზეფ ბორელმა გააკეთა სახელისუფლებო გუნდი აფასებს
მორიგ დეზინფორმაციას და უსამართლო განცხადებას, რომელიც ჯოზეფ ბორელმა გააკეთა სახელისუფლებო გუნდი აფასებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია. ეს მაშინ, როდესაც საქართველო მოლდოვასთან შედარებით ევროკავშირის კრიტერიუმებით მოწინავე პოზიციაზეა. ოპოზიციის მაშველი რგოლი - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი ბორელის განცხადებას და ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
