ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას დეტალურად გამოიძიებენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას დეტალურად გამოიძიებენ. როგორც იოავ გალანტმა ბაზაზე სტუმრობის დროს აღნიშნა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა შეისწავლონ, თუ როგორ მოახერხა ჰეზბოლას მიერ მართულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ისრაელის ტერიტორტიაზე ისე ფრენა და ბაზაზე თავდასხმა, რომ ვერავინ შენიშნა.
