დღეს სვეტიცხოვლობაა
დღეს სვეტიცხოვლობაა. საზეიმო წირვა ჩატარდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართის დღესასწაულია, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულის. წირვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები, გუნდთან ერთად ესწრებოდნენ. ტაძარში იმყოფებოდა თბილისის მერიც.
