სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. მოწყობილია სპეციალური გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის. ამ წუთებში მცხეთაში ჯგუფ ურსას კონცერტი მიმდინარეობს, საღამოს კი ნუცა ბუზალაძე ბენდთან ერთად იმღერებს.
