დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა
ავტომაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოება-მშენებლობა, ანაკლიის პორტისა და შავი ზღვის კაბელის პროექტების განხორციელება - დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, რეგიონში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, საქართველო ამ პროექტებით სტრატეგიულ, სატრანზიტო ფუნქციას იძენს, უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და რეგიონში პოზიციების გაძლიერებას.
