პრემიერ-მინისტრი მიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უხეშად და მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, თანამდებობიდან იმპიჩმენტის გარეშე არ უნდა წავიდეს
პრემიერ-მინისტრი მიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უხეშად და მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, თანამდებობიდან იმპიჩმენტის გარეშე არ უნდა წავიდეს. მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტს ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და სიმბოლური დატვირთვა აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ზურაბიშვილს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენებს.
