სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის წევრებს არჩევს
სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის წევრებს არჩევს. სქემა, მისი თქმით, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებულია. ერთ-ერთი ვერსიით, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება და ისინი ლეგიტიმურად სწორედ ტექნიკურ მთავრობას გამოაცხადებენ. პარალელურად, კანდიდატებზე დაპირისპირებაა ოპოზიციაში. უთანხმოებაა ტექნიკური მთავრობის 26 ოქტომბრამდე დასახელების თაობაზეც.
