ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაღუპულებიდან 15 ბავშვი იყო. თავდასხმაზე ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ისრაელმა საჰაერო შეტევა მიიტანა ანკლავის ცენტრალურ ნაწილში, ალ-შიფის სამედიცინო ცენტრზეც, სადაც ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ცნობით, 40 ადამიანი დაშავდა. ისრაელის განმარტებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჰამასის სამეთაურო ცენტრი მდებარეობს.
