„უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ ფრონტის ხაზზე ოკუპანტის გაძლიერებული შეტევებისა და ამერიკის გაჭიანურებული სამხედრო დახმარების ფონზე, უკრაინას მძიმე ზამთარი ელის
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ ფრონტის ხაზზე ოკუპანტის გაძლიერებული შეტევებისა და ამერიკის გაჭიანურებული სამხედრო დახმარების ფონზე, უკრაინას მძიმე ზამთარი ელის. გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ომის დასრულებისთვის დასავლეთს მეტ იარაღსა და სხვა სახის დახმარებას სთხოვს, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამოცემას განუცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება გაუმჯობესდა.კიევმა მტრის მოსაგერიებლად რეზერვების მობილიზება შეძლო, თუმცა, დასავლეთის დახმარების გარეშე, უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება და ის დასავლეთის გლობალურ პოზიციებზეც უარყოფითად აისახება.
