საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესშია
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის მთვლელი აპარატების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა, რის შემდეგაც ხდება აპარატების ტრანსპორტირებისთვის მომზადება. პროცესი, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
