ისლანდიის მმართველი კოალიცია დაიშალა და 30 ნოემბერს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
ისლანდიის მმართველი კოალიცია დაიშალა და 30 ნოემბერს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ისლანდიის პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, კოალიციის დაშლის მიზეზი სამ მმართველ პარტიას შორის თავშესაფრის მაძიებლებისა და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უთანხმოება გახდა. დღეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით პრეზიდენტს მიმართავს. ადგილობრივი კანონმდებლობით, ვადამდელი არჩევნები პარლამენტის დათხოვნიდან 45 დღეში უნდა ჩატარდეს.
