ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიცია ლიდერობს
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიცია ლიდერობს. წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატებმა ამომრჩეველთა ხმების 19,3 პროცენტი მოიპოვეს. მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იგრიდა შიმონიტეს კონსერვატიული „სამშობლოს კავშირი“, მესამე პოზიციას კი პოპულისტური პარტია „ნემუნო აუშრა“ იკავებს. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ლიეტუვაში გუშინ გაიმართა.
