მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის შტატში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დააკავეს, 49 წლის ვემ მილერია
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დააკავეს, 49 წლის ვემ მილერია. მედიის ცნობით, ის ლას ვეგასის მცხოვრებია და ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ყალბი საშვები ჰქონდა. დაკავებული 5 ათას დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტს გავლენა არ ჰქონია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ღონისძიების დამსწრეთა უსაფრთხოებაზე.
