საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება. სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუშვა. ჭალის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. იმერეთის რეგიონში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. დასრულებულია და უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის ფილიალები; რეგიონის 15 სოფლის მოსახლეობას მომსახურებას მობილური იუსტიციის სახლი აწვდის.
