გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ასი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ასი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ოთარ შამუგიამ მევენახეობა-მეღვინეობის რვა ათას წლიანი უწყვეტ ისტორიასა და ქართულ ღვინოზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან დარგზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილ ღვინის ექსპორტზე. მინისტერიალზე მიიღეს დეკლარაციაც.
