მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალი ამბულატორია გაიხსნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც ასევე მოქმედებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი. შენობა ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის, გადაუდებელ თუ სხვა სამედიცინო მომსახურებებს ადგილზე, უწყვეტად იღებს. სოფლის ექიმების გარდა, პაციენტებს კონსულტაციას, გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული, სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ.
