კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მერვედ უმასპინძლა
კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მერვედ უმასპინძლა. წინანდლის მამულში, მთელი დღის განმავლობაში მსმენელთა საფესტივალო მუსიკალურ განწყობაზე ფრანგი, იტალიელი, კოლუმბიელი და შვეიცარიელი ვირტუოზი მუსიკოსები ზრუნავდნენ. ფესტივალი, ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა. წელს 30-ზე მეტმა ქართული ღვინის მწარმოებელმა წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
