თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით „ველოსპორტის თასი 2024“ გაიმართა.
თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით „ველოსპორტის თასი 2024“ გაიმართა. შეჯიბრი დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე ჩატარდა. გამარჯვებულები წრიულ მარშრუტზე ფინიშების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. ღონისძიება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში მიმდინარეობდა, სადაც როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები გამოდიოდნენ. გამარჯვებულებს თასებთან და მედლებთან ერთად ფულადი და სხვა პრიზები გადაეცათ. ტურნირი თბილისის მერიის პარტნიორობით გაიმართა.
