საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება რესპუბლიკის მოედანზე
გულშემატკივრებისთვის ხვალ, 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.
