საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყნის გუნდი საგურამოშია, სადაც თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართეს. ალბანეთთან მატჩს გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. საქართველო-ალბანეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე, ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.
