ფლორიდაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
ფლორიდაში სტიქიის შედეგებს ითვლიან. წინასწარი შეფასებით, ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. სტიქიის ზონაში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც არმიის შენაერთებიც არიან ჩართულნი. მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უკვე მოხერხდა.
