უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრი ლუბინეცის მოწოდება გაეროსა და წითელ ჯვარს
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს, გამოიძიონ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. უკრაინული მედია პროექტის, „დიფ სთეითის“ ცნობით, 10 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი 9 უკრაინელი ჯარისკაცი. ინციდენტი ზელიონი შლიახის რაიონში მოხდა. რუსულ მხარეს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
