ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა. მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად. პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
