გორში სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს
გორში სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს. „გორის დღე 2024“ ჭავჭავაძის გამზირზე აღინიშნება. გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, სოფლის კუთხეები, გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები. საღამოს საზეიმო კონცერტი გაიმართება.
