სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერის პირველი მოადგილე და სააგენტოს არქიტექტორ რესტავრატორები. ჩატარდა კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებიც.
