„მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ მანიპულაციურ კვლევაზე განცხადებები კეთდება მმართველ პარტიაში
„მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ მანიპულაციურ კვლევაზე განცხადებები კეთდება მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიციის რეიტინგები, ნიკა გვარამიამ შეადგინა. ცნობისთვის, მანიპულაციური კვლევის შედეგები, „მთავარმა არხმა“, სავანტას დაუკვეთა. მანიპულაცია მიზნად ისახავდა დაეწერათ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს ლახავს გახარია-ხაზარაძის პარტიები. დავალების მიმცემთა მოთხოვნა იყო, გახარიას უფრო მაღალი პროცენტი ჰქონოდა, ვიდრე ხაზარაძეს. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ამ თემაზე კომენტარს ისევ არ აკეთებენ.
