დავით ევგენიძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მუსიკოსებს შეხვდა
მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუსიკოსმა დავით ევგენიძემ, რომელიც ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში მუსიკოსებს შეხვდა. დავით ევგენიძემ საკუთარი კომპოზიცია შეასრულა, ასევე ადგილობრივ მუსიკოსებს საშუალება მისცა აუდიტორიისთვის რამდენიმე ნაწარმოები წარედგინათ. კომპოზიტორმა ისაუბრა მშვიდობასა და მუსიკის როლზე, რადგან მიიჩნევს, რომ მშვიდობა არის კაცობრიობისთვის ბედნიერება და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ბედნიერებას.
