ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში მონაწილეობას 14 პოლიტიკური პარტია და ერთი კოალიცია იღებს. ბოლო გამოკითხვებით, არჩევნებში ოპოზიციური სოციალ დემოკრატიული პარტია ლიდერობს, რომელსაც ამომრჩეველთა 18% უჭერს მხარს. არჩევნებს სამი ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.
