გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა
გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. დაშავდა კიდევ 5 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სადგურზე გაზის ცისტერნა აფეთქდა. აფეთქების მიზეზს სამართალდამცველები იკვლევენ.
