სოფელ დიღომში რეაბილიტირებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
სოფელ დიღომში რეაბილიტირებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთსართულიან სპორტულ დარბაზს, მინი ფეხბურთის სტადიონსა და ორსართულიან სპორტულ კომპლექსს, რომელშიც 2 სავარჯიშო დარბაზია განთავსებული. დარბაზები მულტიფუნქციურია და შესაძლებელია ვარჯიშების ჩატარება სხვადასხვა სპორტის სახეობაში.
