„ნონა გაფრინდაშვილის თასი“
განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის, „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მფლობელი ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხოლო მესამე ადგილზე საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული სკოლების გუნდებს წარმატება მიულოცა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელმაც ფინალისტებს მედლები და სპეციალური პრიზები გადასცა.
