მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა. მდინარაძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებაა შერიგება და ურთიერთ პატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით! აგენტურის მთავარი დაპირება, კი ტექნიკური მთავრობაა. მისი განცხადებით, ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებს საერთო მიზანი აქვთ და საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების ფონზე, რაც მშვიდობას, ღირსებას და უკეთეს ცხოვრებას გულისხმობს, ოპოზიციის დაპირებების ფარული მხარეა სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი.
