შავი ლომი 36:0 ლუზიტანუში
რაგბი ევროპის სუპერ თასი „შავი ლომის“ ჩემპიონობით დასრულდა. „შავმა ლომმა“ პორტუგალიის „ლუზიტანუშს“ უშანსოდ 36:0 მოუგო და ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა. გუნდი ნოემბრის ბოლოს შეიკრიბება და ჩელენჯ თასის 2024-25 წლების სეზონისთვის მზადებას გააგრძელებს.
