კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების უკრაინასთან გამართულ მატჩს გამოეხმაურა
კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების უკრაინასთან გამართულ მატჩს გამოეხმაურა და ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები, თუმცა, უნდა აღინიშნოს გიორგი ქოჩორაშვილისა და ოთარ კიტეიშვილის განსაკუთრებული როლი დაცვასა და შეტევაში.
