გორის თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ დასრულდა
გორის თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ დასრულდა. საფესტივალო ჩვენება ერისთავის სახელობის თეატრის სპექტაკლ „ესკორიალის“ პრემიერით დაიხურა. ფესტივალი 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მოქმედმა პროფესიულმა დასებმა მიიღეს. წარმოდგენის შემდეგ ერისთავის თეატრის წინ საზეიმო ცერემონია გაიმართა. გაიხსნა თეატრის მსახიობების კახა ბერიძისა და დარეჯან ჭამაურის ვარსკვლავები.
