შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, დევნილთა დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
