მიხეილ სარჯველაძე წალენჯიხაში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, წალენჯიხაში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ გატარებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა აქცენტები სახელმწიფო კლინიკების, უწყვეტი განათლების მნიშვნელობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე გააკეთა.
