ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში დავით ევგენიძესთან შეხვედრა გაიმართა
ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში მუსიკოს, დავით ევგენიძესთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებლები დაესწრნენ. დავით ევგენიძემ საკუთარი კომპოზიცია შეასრულა, ასევე ადგილობრივ მუსიკოსებს საშუალება მისცა აუდიტორიისთვის რამდენიმე ნაწარმოები წარედგინათ. კომპოზიტორმა ისაუბრა მშვიდობასა და მუსიკის როლზე, რადგან მიიჩნევს, რომ მშვიდობა არის კაცობრიობისთვის ბედნიერება და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ბედნიერებას.
